შალვა პაპუაშვილი კაბო ვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კაბო ვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე აუსტელინო კორეიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კაბო ვერდეს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და გაეროში საქართველოს მხარდაჭერისთვის. აუსტელინო კორეიამ ხაზი გაუსვა, რომ კაბო ვერდე გააგრძელებს აღნიშნულ პოლიტიკას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და საერთო ფასეულობების გათვალისწინებით.

„შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გააქტიურების და გაფართოების მზაობა.

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება