ფრედერიკ გრეგაარდი - აბრეშუმის გზის ფორუმი უნიკალური შესაძლებლობაა დავინახოთ, რომ საქართველო მნიშვნელოვან პლატფორმას უთმობს ადამიანებს,  შეიკრიბონ და ისაუბრონ ინოვაციებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე

აბრეშუმის გზის ფორუმი უნიკალური შესაძლებლობაა დავინახოთ, რომ საქართველო არ დგას მარტო, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილია და მნიშვნელოვან პლატფორმას უთმობს ადამიანებს შეიკრიბონ და ისაუბრონ ინოვაციებზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, - განაცხადა კომპანია Cardano Foundation - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრედერიკ გრეგაარდმა, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები, რადგან ის „თავს უყრის სწორ ადამიანებს“, სწორ პლატფორმაზე.

„ქართველი ხალხისთვის ფორუმს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება - ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური სტაბილურობა, ახალი შესაძლებლობები. ეს ყველაფერი საქართველოს აძლევს საშუალებას, კარგი სამუშაო გარემო შექმნას და დაიმკვიდროს ადგილი გლობალურ რუკაზე", - განაცხადა კომპანია Cardano Foundation - ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება