ევროკავშირის ლიდერები ღაზაში „ჰუმანიტარული დერეფნების და პაუზების“ უზრუნველყოფის მოწოდებით გამოდიან

ევროკავშირის ლიდერები, ღაზას მშვიდობიან მოსახლეობამდე ჰუმანიტარული დახმარების მიღწევის მიზნით, ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და ჰუმანიტარული საჭიროებისთვის პაუზების უზრუნველყოფის მოწოდებით გამოდიან.

ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში 27-მა ლიდერმა შეშფოთება გამოხატა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო და განაცხადა, რომ საჭიროა მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ უწყვეტი, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო ზომის საშუალებით, მათ შორის ჰუმანიტარული დერეფნებისა და პაუზების უზრუნველყოფით.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო უმკაცრესად გმობს „ჰამასის“ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელზე.

„”ჰამასის“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენება განსაკუთრებით სავალალო სისასტიკეს წარმოადგენს”, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.

ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადება დაახლოებით 5-საათიანი დებატების შემდეგ გამოქვეყნდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება