ვოლოდიმირ ზელენსკი - ისტორიაში სამუდამოდ უნდა დავაფიქსიროთ: რუსეთის იმპერია უკრაინის მიწაზე აღარასდროს მოვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს და ომის უკრაინის გამარჯვებით დასრულებას ხედავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ: მტერი მარტივი არ არის და არ გამარტივდება, მაგრამ უკრაინა უნდა გახდეს და გახდება - უფრო ძლიერი. ზუსტად ისე, რომ ისტორიაში სამუდამოდ დავაფიქსიროთ: რუსეთის იმპერია აღარასდროს მოვა უკრაინის მიწაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები თანდათან იზრდება. "უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ჩვენ ვზრდით ჩვენს შესაძლებლობებს და უფრო მკაფიოდ ვხედავთ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა