მედია - აშშ-მა სირიაში ირანის იარაღის საწყობებს დაარტყა

შეერთებულმა შტატებმა სირიაში დარტყმები ირანის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახ ობიექტებზე განახორციელა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმები ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქ აბუ კამალთან F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს