რუსებმა იზიუმში სახანძრო განყოფილებას დაარტყეს - დაშავდნენ მაშველები და დაზიანდა ტექნიკა

იზიუმის სახანძრო სამსახურის შენობაზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად მაშველები დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით, მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ქალაქ იზიუმში სახანძრო განყოფილების შენობაზე“, - აცხადებს კლიმენკო.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 მაშველი დაშავდა. ასევე დაზიანდა თავად სახანძრო სამსახურის შენობა და 13 ერთეული ტექნიკა.

კლიმენკო ხაზს უსვამს, რომ დღეს ხარკოვის ოლქის სახანძრო განყოფილებას დაარსებიდან 200 წელი უსრულდება. "რუსეთმა თავისი სტილით „მიულოცა"“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება