ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, რომელმაც თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრულ ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული შეთანხმების გავლენა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2023 წლის 9 თვის მონაცემით, სავაჭრო ბრუნვა 64 პროცენტით, ექსპორტი კი 60 პროცენტით გაიზარდა. ითქვა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში გაფორმებული შეთანხმების ამოქმედება დადებითად აისახება ვაჭრობის დინამიკაზე და საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გაუხსნის გზას არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრისკენ. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პოზიტიურ ეკონომიკურ დინამიკას და საქართველოში არსებულ საინვესტიციო შეთავაზებებს.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის, საჰაერო მიმოსვლის, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო