ირაკლი ნადირაძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კახა კალაძე და მისი რუსული მთავრობა ვაიძულოთ, ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომლითაც ჩვენი შვილები საცობებისგან გამოწვეულ ჰაერში არ დაიხრჩობიან

„არა კალაძის საცობებს!“ ამ თემაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ და პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ საბურთალოზე, „სითი მოლთან“ ბრიფინგი გამართეს.

ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის საცობები თბილისის მერის, კახა კალაძის „არასწორი სატრანსპორტო და სამშენებლო პოლიტიკის ბრალია“.

„ის რომ თბილისელები საცობებში იხრჩობიან, ეს არის კახა კალაძის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის, არასწორი სამშენებლო პოლიტიკის ბრალი, არასწორი ურბანული პოლიტიკის, კორუფციის, არაპროფესიონალიზმის, იმ განუხორციელებელი პროექტების ბრალია, რომელიც კალაძემ არ განახორციელა ან იმ განხორციელებულების, რომლებიც არასწორად შეასრულა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საცობები მხოლოდ საათობით დგომის დისკომფორტი არ არის, ეს არის დაბინძურებული ჰაერის პრობლემა. ეს ის ბინძური ჰაერია, რომელსაც ჩვენ და ჩვენი შვილები ვსუნთქავთ. ამიტომ, ვაგრძელებთ კამპანიას - „არა კალაძის საცობებს!“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კახა კალაძე და მისი რუსული მთავრობა ვაიძულოთ, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომლითაც ჩვენი შვილები საცობებისგან გამოწვეულ ჰაერში არ დაიხრჩობიან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, კახა კალაძე თბილისში მოძრაობას „ქვის ხანის მეთოდებით არეგულირებს“.

„დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ვიმყოფებით და მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი [წინასაარჩევნო] დაპირება გავიხსენოთ, რომელიც ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დაპირებას ეხებოდა, რომლითაც მოძრაობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დარეგულირდებოდა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმგვარად ორგანიზდებოდა მოძრაობა, რომ ასეთ კატასტროფულ ვითარებაში თბილისელებს ყოველდღე არ მოუწევდათ გადაადგილება. თუმცა ესეც შეუსრულებელ დაპირებად დარჩა. დღეს, კახა კალაძე მოძრაობას ქვის ხანის მეთოდებით არეგულირებს“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, კახა კალაძე თბილისელების ინტერესების ნაცვლად, კორუფციულ ინტერესებს ემსახურება.

კახა კალაძე, ნაცვლად თბილისელების ინტერესისა, კორუფციულ ინტერესებს ემსახურება, რომლის შედეგია დედაქალაქში ქაოსური განაშენიანება და სწორედ ეს არის მთავარი წყარო ამ კალაძის საცობების. კახა კალაძე და მისის საქმიანობა ბოლოს წლების განმავლობაში, იმით ხასიათდება, რომ პირად და მეგობრების კეთილდღეობაზე ზრუნავს. საერთოდ არ ზრუნავს თბილისელებზე, რომლებსაც საცობებში დგომა საათობით უწევთ. ეს არის წელიწადში ერთი თვე, რომელსაც თბილისელები საცობში ატარებენ“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა