GCF-ის საბჭოს წევრებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მოწყობილი ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილი და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს წევრები ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც GCF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავლობითი საფრთხეების შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში მოწყობილი ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„კლიმატის მწვანე ფონდი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფონდია მსოფლიოში, რომელიც ისეთი ტიპის პროექტებს აფინანსებს, რომლებიც ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს ეროვნულ დონეზე გაუმკლავდნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტში, GCF-ის აღმასრულებელ დირექტორსა და საბჭოს წევრებს გავაცანით ის ინფრასტრუქტურა, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. ასევე, GCF-ის მიერ დაფინანსებულ ერთობლივ პროექტებზე ვიმსჯელეთ, რომლებიც საქართველოში ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოსალოდნელი სტიქიური პროცესებისგან მოსახლეობის უკეთ დაცვისთვის უკავშირდება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კლიმატის მწვანე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაფალდა დუარტემ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

„აღნიშნული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას და ინსტიტუციებს დაეხმარება, უკეთესად მომზადებული შეხვდნენ სტიქიურ პროცესებს, რაც, სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილების შედეგად უფრო ხშირი ხდება. ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მინდა საქართველოს მთავრობას კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოქმნილ პროცესებთან გამკლავების კუთხით გადადგმული ნაბიჯები მივულოცო. აშკარაა, რომ სტიქიური პროცესების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებაა საჭირო“, - განაცხადა მაფალდა დუარტემ.

„ფართომასშტაბიანი, შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას ისახავს მიზნად, საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, დუგლას უებმა აღნიშნა, ნაპირსამაგრი სტიქიური პროცესებისგან ადგილობრივი მოსახლეობის დაცვისთვის სამუშაოები 15 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის