ლევან დავითაშვილი - ფორუმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარებისა და ასევე, ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში, შუა დერეფნის განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა.

დავითაშვილის თქმით, აღნიშნული შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით კონკრეტული შედეგია.

„გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ერთობლივი კომპანია ჩამოყალიბდებოდა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს მოემსახურებოდა. დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას ხელი მოეწერა, რაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი შეფასებით, ასეთი სინქრონიზებული ოპერაციებით და მეტი კოორდინაციით კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ასევე გამოვყოფ შეთანხმებას ყატარის სახელმწიფოსთან, რომელიც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს, მათი კვალიფიკაცია ყატარის სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული იყოს, რომელსაც ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს ქართველების სპეციალიზაციით და ეს ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება