„ჰამასის“ წარმომადგენელი - ღაზაში მყოფი მძევლების მოსაძებნად და გასათავისუფლებლად დრო გვჭირდება

„ჰამასი“ ვერ შეძლებს მძევლების გათავისუფლებას, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მოხდება, - ამის შესახებ რუსეთში ვიზიტად მყოფმა „ჰამასის“ დელეგაციის წარმომადგენელმა, აბუ ჰამიდმა „კომერსანტს“ განუცხადა.

მისი თქმით, „ჰამასმა“ ომის პირველივე დღეებიდან განაცხადა, რომ გეგმავს გაათავისუფლოს ტყვეები, რომლებიც სამოქალაქო პირები არიან, მაგრამ დრო სჭირდება იმისთვის, რომ მიაკვლიოს ყველას, ვინც ღაზას სექტორში 7 ოქტომბერს აღმოჩნდა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასობით მოქალაქე და პალესტინის სხვადასხვა დაჯგუფების ათობით მებრძოლი შევიდა და ათობით ადამიანი მძევლად აიყვანა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა და ჩვენ გვჭირდება დრო, რომ ვიპოვოთ ისინი ღაზაში და შემდეგ გავათავისუფლოთ“, - აღნიშნა აბუ ჰამიდმა.

მისი მტკიცებით, ამ ამოცანის შესასრულებლად მშვიდი გარემოა საჭირო.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა