IMO-ს გენერალური მდივანი - „აბრეშუმის გზის ფორუმი ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად მუშაობს - თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი, მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში

აბრეშუმის გზის ფორუმზე“ რეგიონის ქვეყნებიდან შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით უფრო მაღალი მონდომება და მოტივაცია დავინახე - ჩანს მათი დიდი მონდომება და იციან, რა გააკეთონ, რაც ძალიან პერსპექტიულია, - ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანმა, კიტაკ ლიმმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა აბრეშუმის გზის ფორუმის პანელში სახელწოდებით „შუა კორიდორი“ მიიღო.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული პროექტი გლობალურ ვაჭრობასა და ეკონომიკას ეხება.

„მე დავინახე მეტი ყურადღება გლობალური საზოგადოების მხრიდან - ეს პროექტი აღარ შემოიფარგლება ამ რეგიონით, არამედ ეხება გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას. ამ თვალსაზრისით, მე დავინახე დადებითი სიმპტომები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იქცევს გლობალური საზოგადოებიდან. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალიან ეფექტურად და ძალიან სტაბილურად მუშაობს“,- აღნიშნა კიტაკ ლიმმა.

მისივე შეფასებით, გლობალური მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი გლობალურ ეკონომიკას და ასევე, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას დიდად შეუწყობს ხელს.

„კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი, მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში“,- განაცხადა ლიმმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა