ვიქტორ ორბანი - უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია ჩავარდა - ბლოკმა უნდა შექმნას გეგმა „ბ“, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ

უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია ჩავარდა და ბლოკმა უნდა შექმნას გეგმა „ბ“, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი მტკიცებით, ბრიუსელის სტრატეგიამ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით უკრაინაში ფულისა და სამხედრო დახმარების გაგზავნას ითვალისწინებს, მარცხი განიცადა, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავს.

„დღეს ყველამ იცის, მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს, უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ“, - აღნიშნა ორბანმა და დასძინა, რომ საჭიროა გეგმა „ბ“ და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვა.

„როგორც კი გვეცოდინება, რა ჯდება ეს, შევძლებთ ერთმანეთისთვის ტვირთის გაზიარებას“, - აღნიშნა ორბანმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა