ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სახალხო დამცველს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოადგილეებთან ერთად ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ომბუდსმენსა და მის თანმხლებ პირებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, შსს-ს აკადემიის რექტორთან, ზურაბ ზუბადალაშვილთან და აკადემიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველი და მისი კოლეგები, აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ და სწავლების ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური მოეწყო. სახალხო დამცველმა, მოადგილეებთან ერთად, აკადემიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სასწავლო აუდიტორიები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები დაათვალიერა, ასევე, მოინახულა იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი და ვირტუალური ტირი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა და ომბუდსმენმა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, აკადემიასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის