„საქართველოს ბანკი“ ტურიზმისა და ღვინის ბიზნესის ხელშეწყობის გაძლიერების მიზნით მომხმარებლებს მარნების დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს

„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონში სტუმარმასპინძლობის და ღვინის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაა. აღნიშნული სექტორების გაძლიერების მიზნით ბანკი მომხმარებლებს მარნების დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც ტურიზმის სექტორში ოპერირების, (სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი) გასტრონომიული მიზნით სტუმრის მიღების, სხვადასხვა სერვისოპერატორის თუ გაქირავების ვებგვერდის გამოყენების გამოცილება აქვთ.

„შეღავათიანი აგროსესხის მეშვეობით შესაძლებელია დაფინანსდეს: ქვევრის, ცისტერნის შეძენა; ყურძნის აპარატების შეძენა; მარნის მშენებლობა, მოპირკეთება და სხვა.

სრული სიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სახელმწიფო სუბსიდიით, რომელიც პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ღვინის და სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის არაერთი პროდუქტი შექმნა. აგროშეთავაზებები მათთვისაა, ვისაც საკუთარი საქმიანობისა და წარმოების განვითარება სურს. „საქართველოს ბანკის“ მიერ შეთავაზებული მსგავსი აგროპროდუქტები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

აგროპროდუქტების შესახებ არსებული შესაძლებლობების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა