პაატა მანჯგალაძე - თუ ვინმე ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა 12-დან 9 რეკომენდაცია შეუსრულებელია, ზუსტად იცის, სტატუსს მოგვცემენ, პოლიტიკური თაღლითია

ისეთ პირობებში, როცა რეკომენდაციებიდან მხოლოდ 3-ია შესრულებული, სტატუსზე მარჩიელობა გვიწევს და თუ ვინმე ამბობს, ზუსტად იცის, რომ სტატუსს მოგვცემენ, პოლიტიკური თაღლითია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმედს იტოვებს, რომ ევროპა თავისი პრაგმატული ინტერესიდან გამომდინარე გადადგამს ნაბიჯს, რათა „საქართველო არ დარჩეს რუხ ზონად“.

„ევროპელებმა მოგვცეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა რეკომენდაციების სახით და ახლა 12- დან 10 მაინც რომ იყოს შესრულებული, პირდაპირ გეტყოდით, რომ სტატუსს მივიღებთ, რადგან ევროპა განწყობილია, რომ ქვეყანას სტატუსი მისცეს, მაგრამ ისეთ პირობებში, როცა 3-ია მხოლოდ შესრულებული და 9 შეუსრულებელი, გვიწევს მარჩიელობა. თუ ვინმე ამბობს, რომ ასეთ პირობებში ზუსტად იცის, რომ სტატუსს მოგვცემენ, პოლიტიკური თაღლითია, რადგან არავინ იცის, ევროპის გაფართოების პოლიტიკა ახლა იქნება, ხვალ თუ ზეგ. მე მიჭირს პროგნოზი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად ხელისუფლების საბოტაჟისა, კეთილ ნებას გამოიჩენს ევროპა, ასევე, მათი პრაგმატული ინტერესიდან გამომდინარე, გადადგამენ ნაბიჯს, რათა საქართველო არ დარჩეს რუხ ზონად და იყოს ევროპის ნაწილი. იმედს ვიტოვებ, რომ ევროპელები გეოპოლიტიკიდან გამომდინარე მისცემენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო