ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, „ჰამასს“, ამ დროისთვის 229 მძევალი ჰყავს დაკავებული.
ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მძევლად ადამიანების რაოდენობა რამდენჯერმე განაახლა. თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, დღეისთვის არსებული დადასტურებული მონაცემებით, სავარაუდო მაჩვენებელი 229-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, ამ დრომდე, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს დაკავებული ოთხი მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის ორი აშშ-ის მოქალაქეა.