ლიონელ რაპაი - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ეძღვნება დაკავშირებადობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ეძღვნება დაკავშირებადობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) აქვს მრავალი პროექტი საქართველოში დაკავშირებულობის ხელშეწყობის მიზნით - ესაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, განახლებადი ენერგიის პროექტი და სხვა, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის გლობალურმა დირექტორმა ლიონელ რაპაიმ განაცხადა, რომელმაც „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავშირებადობა ძირითადი გამოწვევაა, თუ როგორ უზრუნველვყოთ სათანადო კავშირი.

„ჩვენ უზრუნველვყავით 4,000,000 ევროზე მეტი დაფინანსება ევროკავშირის მხარდაჭერით. დაკავშირებადობა ძირითადი გამოწვევაა, თუ როგორ უზრუნველვყოთ სათანადო კავშირი. ის მოიცავს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამიტომ, ადეკვატური ფინანსური მხარდაჭერის მოძიებაა აუცილებელი“, - განაცხადა ლიონელ რაპაიმ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს