ლევან დავითაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს სხვადასხვა სექტორული კუთხით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს სხვადასხვა სექტორული კუთხით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო - ეს არის ადგილი ინვესტიციებისთვის, სადაც დაბალი ხარჯები თანხვედრაშია შემცირებულ რისკებთან.

„ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ავამაღლოთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დავამყაროთ უფრო მეტი კავშირი ევროკავშირთან. სწორედ ამ დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველო - ეს არის ადგილი ინვესტიციებისთვის, სადაც დაბალი ხარჯები თანხვედრაშია შემცირებულ რისკებთან. ასევე არის ძალიან კარგი ბიზნესკლიმატი, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ფორუმის მეორე დღეს დელეგატებს - სხვადასხვა ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორის მაღალი დონის წარმომადგენლებს საქართველოს, როგორც საინტერესო, მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ბლუმბერგის“ 2022 წლის ყოველწლიურმა გლობალურმა კვლევამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა, რომელიც მეცამეტე ადგილზეა ინვესტიციების თვალსაზრისით წამყვან გლობალურ ეკონომიკებს შორის.

„გასულ წელს დავინახეთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებელზე იყო - ეს არის 2 მილიარდი დოლარი. ასევე ჩვენი ექსპორტი გაიზარდა თითქმის 32 %-ით და დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს კიდევ იქნება რეკორდულად მაღალი უცხოური ინვესტიციები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობები, ენერგეტიკა და წარმოება“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ასევე გააცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები და განვითარების დინამიკა. მისი განცხადებით, საქართველო კვლავ მიმზიდველ მიმართულებად რჩება გლობალური ტურიზმისთვის - პანდემიამდე სექტორი იზრდებოდა, საქართველოში დაახლოებით 9 მილიონი საერთაშორისო სტუმარი ჩამოვიდა 2019 წელს და საბოლოო ჯამში, 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა სექტორში.

„მოხარული ვართ, რომ უკვე გადავაჭარბეთ 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, რაც სექტორის ზრდაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მიმზიდველი შესაძლებლობები უცხოური კომპანიებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

ენერგეტიკა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მოთხოვნადი სექტორია, რომელზეც ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ათვისებული ენერგორესურსები. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ კუთხით ზოგადად საქართველოს პოტენციალის დაახლოებით 30%-ია ათვისებული. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს რეფორმები და სტრატეგიული პროექტები, რათა მოხდეს ჩვენი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება.

IT სექტორი და სერვისების მიწოდება - ლევან დავითაშვილმა ფორუმის სტუმრებს ამ სექტორების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ეს დარგები საქართველოში სწრაფად, დინამიკურად იზრდება და ვითარდება, შესაბამისად, საინტერესო მიმართულებებია ინვესტიციების კუთხით.

„ჩვენ ვაძლიერებთ კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან, ამ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს B2B და B2G შეხვედრები, რაც გვაიმედებს, რომ საინვესტიციო პერსპექტივები კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული და გამოვლინდება პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები. საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, ვიმუშაოთ მხარდამხარ მდგრადი, გამძლე და დინამიკური ზრდის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა