ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებს შორის არიან კორეის ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებელი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ღვინოების ინსტიტუტის დირექტორი ჩან ჯუნ პარკი (Chan Jun Park), კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯა იუნგ კო (Jae Young Ko), ასევე მსხვილი იმპორტიორი კომპანიებისა და ღვინით ვაჭრობის ქსელების ხელმძღვანელი პირები.

„ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და მათ პროდუქციას ქართლსა და კახეთში ეცნობიან. ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური ღვინის ტური, გასულ წელსაც განხორციელდა, რასაც შედეგად, ქართული ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა.

კორეის რესპუბლიკა ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. ღონისძიებები ემსახურებოდა ქართული ღვინის შესახებ კორეელი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

მიმდინარე წლიდან, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ორი მასშტაბური წარდგენა-დეგუსტაცია მოეწყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა