ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 70-მდე ოჯახს, უკვე მეორე ზამთარი დგება, რაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

მათივე თქმით, კომპანიამ, რომელიც სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ახორციელებდა გაზის მილები დააზიანა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაახლოებით, ერთი წელია დახმარებას ითხოვენ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არავის მოუხდენია.

„მუდმივად გვატყუებენ. მოხუცი ვარ და სითბო მჭირდება, არავინ მყავს დამხმარე. რითი უნდა ვიყიდო შეშა? პენსია 365 ლარია, ამ თანხით უნდა შევიძინო წამალი, საკვები-პროდუქტი. მოგვაქციონ ყურადღება. ვინც დააზიანა მილები, იმან გააკეთოს. ფული აიღეს და წავიდნენ”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აღნიშნულ საკითხზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში კი, მოსახლეობა მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!