შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მთავარი მიზანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება - მიხარია, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრებია

საქართველო არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ახლო წარსულშიც, ყოველთვის იყო ადგილი და ქვეყანა, რომელიც ჩვენს მეგობრებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შესაძლებლობას აძლევდა, რომ საგნობრივი მსჯელობისთვის შეხვედრილიყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან.

მისივე თქმით, ამ ურთიერთობამ უკვე დადებითი წვლილი შეიტანა, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება მოხდა - სამხედრო ტყვეებისა და რუკის გაცვლის შესახებ.

„ეს ყოველთვის სხვადასხვა ფორმატსა და სხვადასხვა დონეზე ხდებოდა. საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ორივე ქვეყანას აბსოლუტური ნდობა აქვს, რადგან ჩვენ იმ კონფლიქტის პერიოდში, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობდა, სხვათა შორის ყველა ხელისუფლებამ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ამ კონფლიქტის მიმართ სრულ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება. მიხარია, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრებია, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი რომ მოეწეროს. იმედი მაქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდება, რადგან ჩვენი რეგიონის საერთო ინტერესია, რომ იყოს - მშვიდობისა და უსაფრთხოების სივრცე ჩვენი რეგიონი. რაც შეეხება საქართველოს როლს, აქ პრემიერ-მინისტრს აქვს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. იცით, რომ ამ როლმა უკვე დადებითი წვლილი შეიტანა, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება მოხდა - სამხედრო ტყვეებისა და რუკის გაცვლის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური როლის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისთვის. საქართველო, როგორც ძირითადი დამაკავშირებელი რეგიონში, ამ პოზიციებს უფრო იმყარებს. 2000-მდე დელეგატის მონაწილეობით კონფერენციაც სწორედ იმას ადასტურებს, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით რეგიონალური ცენტრი ხდება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება