მიხეილ სააკაშვილი - როგორც არ უნდა შეეცადოთ ჩემს გაჩუმებას, მთავარია, რომ საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ ქვეყნის გადარჩენის პროცესში ვიყო ჩართული - ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა

მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა შეეცადოთ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა განჩინების დროს, მთავარია, რომ საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ საქართველოს გადარჩენის პროცესში ვიყო ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ის ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოშია, თავიდან-ბოლომდე გაყალბებაზეა დაფუძნებული და მის შეცვლას „ერთად უნდა მივაღწიოთ“.

„შემდეგი არჩევნები, ეს საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. 1990 წელს კომუნისტურმა პარტიამ არჩევნები წააგო, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ მოვიდა სხვა ეროვნულ ძალებთან ერთად და მათ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა მოახერხეს. ზუსტად ასეთივე გამოწვევების წინაშე ვართ ჩვენ დღეს. ეს სასამართლოც, ჩემი პატიმრობაც იმას უკავშირდება, რომ ისინი აპირებენ, უკან, საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნონ. ისინი აპირებენ, რომ მათი ყოფნა ჩააბეტონონ. ისინი არჩევნებით წასვლას არსად აპირებენ, ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ წავლენ. ისინი წავლენ, მაგრამ, როდესაც ჩვენ ერთობლივად, კოორდინირებულად და ერთმანეთთან შეთანხმებით ვიმოქმედებთ. ეს საარჩევნო სისტემა, რომელიც დღესაა მიღებული, ელექტრონული სისტემა - თავიდან-ბოლომდე გაყალბებაზე აგებული სისტემაა. ეს არის დაახლოებით ის, რაც რუსეთშია, პუტინმა რაც შემოიღო. ეს არის სისტემა, სადაც არჩევნებზე მიუხედავად იმისა, ვინ რა ხმას მიცემს, მეგობრებო, ერთი კაცი შუშის სასახლეში გადაწყვეტს, დაურეკავს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ეტყვის, რა პროცენტი უნდა დაჯდეს. შემდეგ, რაც არ უნდა ვთვალოთ, არაფერს აზრი აღარ ექნება. მათ არჩევნები წინასწარ აქვთ გაყალბებული. გადაწყვიტეს, რომ აღარ გარისკონ. ამ სისტემის შეცვლას ერთად უნდა მივაღწიოთ, ჩვენ არ გვჭირდება რომ ერთმანეთთან სხვადასხვა პარტიები და პოლიტიკური ჯგუფები თუ პიროვნებები დავაქორწინოთ, პოლიტიკაში ვინც არიან. ჩვენ გვჭირდება, რომ ამ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით მივაღწიოთ. მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა არჩევნების მონიტორინგი მოახდინოს, ევროკავშირმა მოახდინოს ხმების დათვლაში პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა შეეცადოთ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა განჩინების დროს, მთავარია, რომ საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, საქართველოს გადარჩენის პროცესში ვიყო ჩართული. ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში. მე ამ ადამიანების, ჩვენი ადამიანების სითბოს, თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობ. ჩვენ არ შევალახვინებთ ჩვენი ხალხის ღირსებას არჩევნების მოპარვით და გაყალბებით, სადაც არ უნდა ვიყოთ ჭორვილაში, სადაც ამას წინათ, აქტივისტები იყვნენ, ბათუმში, ოზურგეთში, წალენჯიხაში, გალში, თბილისში თუ კახეთში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება