თეონა აქუბარდია - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოწოდება თვითრეგულირება იყო, „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ რისკები შექმნა

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოწოდება თვითრეგულირება იყო, „ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული მედიის წინააღმდეგ რისკები შექმნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, პრობლემაა ის, რომ რეგულირებას ექვემდებარება არამხოლოდ სიძულვილის ენა, არამედ უხამსობაც, იმ პირობებში როცა მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი არ არის.

„სიძულვილის ენასთან დაკავშირებით რომ ევროკავშირს რეკომენდაცია ჰქონდა, ეს ახალი არ არის ისევე, როგორც არც ის არის ახალი, რომ მარეგულირებელი კომისია არ არის დამოუკიდებელი. კანონმდებლობით კი, თვითრეგულირების ნაცვლად, რეგულირების საგანი ხდება არამხოლოდ სიძულვილის ენა, არამედ უხამსობა. ეს პრობლემა რომ გადასაწყვეტი იყო, ეს კიდევ გაზაფხულზე გვითხრეს, როცა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დააინიცირა „ქართულმა ოცნებამ“. ერთია ევროკავშირის მოწოდება, რომ თვითრეგულირება უნდა იყოს და არა რეგულირება, მეორეა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა რისკები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი სიძულვილის ენის თვითრეგულირებას მოგვიწოდებდა რეკომენდაციით“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში "ინტერპრესნიუსს" „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თაობაზე განუცხადეს, რომ „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს.

მათივე განცხადებით, ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ჩვეულებრივ, ევროკავშირის დირექტივები მათი შესრულების ზუსტ წესს არ კარნახობენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულწილად თავისუფლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ გადაიტანონ დირექტივები ეროვნულ კანონმდებლობაში.

„საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა, აუცილებელია, რომ მისი კანონმდებლობა გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს“, - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო