გაერო-ს სააგენტო - ღაზაში ადამიანები იღუპებიან, საკვები და წყალი იწურება, დაავადებათა გავრცელების დიდი რისკი არსებობს

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს გენერალური კომისარი, ფილიპ ლაზარინი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში არსებული მდგომარეობის გამო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

„სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ღაზაში ადამიანები იღუპებიან, საკვები და წყალი იწურება, ქუჩები კი კანალიზაციითაა გადავსებული“, - აღნიშნა გაერო-ს სააგენტოს გენერალურმა კომისარმა.

მისი თქმით, ღაზაში დაავადებათა გავრცელების დიდი რისკი არსებობს.

„რამდენიმე დღის წინ მე განვაცხადე, რომ ვერ გავაგრძელებთ ჩვენს ჰუმანიტარულ ოპერაციას, თუ არ მივიღებთ საწვავის მარაგს. ჩემი გაფრთხილება კვლავ ძალაშია“, - აღნიშნა ფილიპ ლაზარინმა.

მისი თქმით, სატვირთო მანქანების ის კოლონები, რომლითაც ღაზაში დახმარება შედის, საკმარისი არ არის.

„ღაზას ახრჩობენ და მისი ხალხი თავს გაუცხოებულად და მიტოვებულად გრძნობს. ბევრმა ჩვენგანმა დაინახა ამ სატვირთო მანქანებში იმედის ნაპერწკალი, მაგრამ ეს იყო ყურადღების გადატანა - მხოლოდ ნამცეცები“, - აღნიშნა გაერო-ს სააგენტოს გენერალურმა კომისარმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა