Lineate-ს რეგიონალური დირექტორი გიორგი ციკოლია - საქართველო გლობალური კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება

საქართველო გლობალური კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება,-ამის შესახებ აშშ-ში მოქმედი ტექ-კომპანია Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა გიორგი ციკოლიამ საქართველოს ბაზრის მიმზიდველობასა და ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ციკოლიას შეფასებით, საქართველო გლობალური კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება, აიტი ინდუსტრია ლოგისტიკისა და ტურიზმის გვერდით საპატიო ადგილს იკავებს.

„რომ შევხედოთ გლობალურ კომპანიებს, ისინი ბაზარზე შემოვიდნენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ, ბაზარი უფრო მომწიფებულია და გლობალურ კომპანიებსაც აქვთ ამ ბაზარზე შემოსვლის სურვილი. როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპაში გაგვეფართოებინა ჩვენი ორგანიზაცია და სხვადასხვა ოფისები განვათავსეთ, შესაბამისი ანალიტიკური პროცესებიც განვახორციელეთ და აღმოვაჩინეთ საქართველო, რომელიც წამყვანი ეკონომიკაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, სხვადასხვა საკითხის მიხედვით შევაფასეთ ქვეყნები და განსაკუთრებით ჩვენს ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებსაც ვუყურებდით“, - აღნიშნა ციკოლიამ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის პანელური სესიის - „პოლიტიკით განპირობებული გადაწყვეტილებები“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში.

მისი თქმით, კომპანიამ სწორედ ამის გამო გადაწყვიტა რეგიონული ოფისის შექმნა საქართველოში და ბოლო 18 თვეა, ინვესტიციებს ახორციელებს ადგილობრივ ეკონომიკაში.

„გვსურს, რა გამოცდილება და ცოდნაც გვაქვს, მთლიანად გადანაწილდეს ამ ღირებულებათა ჯაჭვზე, ადგილობრივი ტალანტებიც განვავითაროთ, ვმუშაობთ უნივერსიტეტებთან და შედეგად, ბევრი ტექ-კომპანიაც უფრო მეტად განვითარდება ამ სექტორში. საქართველოში აიტი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სერვისების ექსპორტი უკვე მილიარდ დოლარს ითვლის. ეს ინდუსტრია იკავებს ლოგისტიკისა და ტურიზმის გვერდით საპატიო ადგილს. ძალიან მიხარია, რომ ამ მდგომარეობას ვხედავთ“, - განაცხადა Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა