„პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი აუდრიუს ლუჩიუნასი - „პეისერა ბანკი“ არის საქართველოს დამაკავშირებელი გზა ევროპის ბაზარზე

„პეისერა ბანკი“ არის საქართველოს დამაკავშირებელი გზა ევროპის ბაზარზე - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია" „პეისერას“ თანადამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა აუდრიუს ლუჩიუნასმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართულ ბაზარზე „პეისერა საქართველო“ მომხმარებელს ექსკლუზიურ სერვისებს სთავაზობს, რისი შეთავაზებაც ამ ეტაპზე სხვა ბანკებს არ შეუძლიათ. ამ ბენეფიტით სარგებლობა კი, როგორც ბიზნესს ასევე, კერძო პირებს შეუძლიათ.

„გუშინ, რაც მე აღმოვაჩინე ფორუმზე, ეს არის ის, რომ საქართველოს სურს გახდეს ფინტექის ცენტრი. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს სურდა ამ სივრცის წევრობა და დიდ წარმატებასაც მიაღწია ამ კუთხით. ეს არის შესასვლელი კარი ევროპის მარკეტზე. რამდენიმე წლის წინ, იგივე სურვილი ჰქონდა ჩემს მშობლიურ ლიეტუვას, დღეს კი, უკვე 300-ზე მეტი ფინტექ კომპანიაა. ვფიქრობ, რადგან ლიეტუვამ შეძლო ეს ყველაფერი, საქართველოც მოახერხებს.

რაც შეეხება განვითარების პერსპექტივას საქართველოს ჭრილში, „პეისერა ბანკი“ არის საქართველოს დამაკავშირებელი გზა ევროპის ბაზარზე. ქართული ბანკები, არ არიან ერთიან ევრო გადახდის სისტემაში (SEPA) ჩართული, „პეისერა საქართველომ“ კი ეს მოახერხა და სწორედ ეს არის ჩვენი უპირატესობა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. ჩვენი ბანკით, გადახდების განხორციელება ევროპის ქვეყნებში რამდენიმე წამში ხდება. ამით შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა“, - განაცხადა აუდრიუს ლუჩიუნასმა „მონეტიზაციაში“.

აღსანიშნავია, რომ ლუჩიუნასი გუშინ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პირველი პანელის საპატიო სტუმარი იყო, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილებოდა ფინანსური სექტორის და ტექნოლოგიების განვითარება.

„აბრეშუმის გზის ფორუმი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა ბევრი ქვეყნისთვის. ამ ფორუმზე რაც ვიხილე, იყო ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია. ის აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს აბრეშუმის გზის გავლით. განხილვის საკითხი იყო, როგორ განვავითაროთ ეს გზა, როგორ მივიდეთ დასასრულამდე და რა ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს ის როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნებს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ფინანსები და ის, როგორ განვავითაროთ ეს სექტორი საქართველოში“, - განაცხადა ლუჩიუნასმა.

შეგახსენებთ, 26-27 ოქტომბერს საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. მასშტაბური ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, წელს მეოთხედ იმართება. „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პირველ პანელზე, გუშინ, „პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი აუდრიუს ლუჩიუნასი წარსდგა და ციფრულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში ბლოკჩეინის როლზე ისაუბრა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა