კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაზე „წარმატებული ცხოვრების გასაღები თქვენ გაბარიათ“, კადეტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინეს. ლიცეუმის მასწავლებლებსა და კადეტებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა. გრიგოლ გიორგაძემ მასწავლებლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება სამხედრო ლიცეუმში მათ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა.

„ღონისძიების ფარგლებში ლიცეუმის მენტორ-მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების პედაგოგები; 14-მა მასწავლებელმა კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მენტორი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სპეციალური სამკერდე ნიშნები მიიღო.

საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №340 დადგენილებით მასწავლებლის განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით მასწავლებლის დღედ 27 ოქტომბერი დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა