მედია - ეგვიპტეში, ისრაელის საზღვართან სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ეგვიპტეში, წუხელ, ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ტაბაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ღაზას სექტორში მიმდინარე ესკალაციის ფონზე, ტაბას რაკეტამ დაარტყა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა“, - იუწყება ტელეკომპანია AlQahera News-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა საავადმყოფოს შენობას მოხვდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს დაზიანებული სახლი და განადგურებული ავტომობილები. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს