„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მაია ომიაძე ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩინეთის ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.

„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ სამომავლო ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის მიმართულებით, თუ რა ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე. ჩვენ დავგეგმეთ ქართული და ჩინური კომპანიების სამუშაო შეხვედრა მომავალი წლისთვის და საქმიანი ტურიზმის შესახებ ღონისძიებების გამართვა“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ამასთან, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილე ლუ იანი აღნიშნავს, რომ ქართული კულტურა არის ის მიმართულება, რაც განსაკუთრებით დააინტერესებს ჩინელ ტურისტებს.

„ჩვენი მიზანია ინფორმაცია გავცვალოთ ტურიზმის შესახებ, ძალიან მოხიბლულები ვართ ქართული კულტურით, სტუმარმასპინძლობით, ისტორიითა და ტურისტული მიმართულებით. ქართული ღვინო ქართული კულტურის ეროვნულ იდენტობას წარმოადგენს. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს ტურისტული მიმართულებით, ვფიქრობ ქართული კულტურა არის ის მიმართულება, რაც განსაკუთრებით დააინტერესებს ჩინელ ტურისტებს“, - აცხადებს აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილე ლუ იანი.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს