ალექსანდერ ბერნადი - საქართველო ახალი ბაზარია, მაგრამ მახასიათებლები ნამდვილად შეუდარებელია

ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრემიერის სიტყვა - საქართველოს საბაზრო ეკონომიკა განვითარებული და ნამდვილად მიმზიდველია, - ამის შესახებ Cerberus Frontier -ის თანათავმჯდომარემ და Cerberus (Singapore) Pte. Ltd. -ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა ალექსანდერ ბენარდიმ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე - „საზღვაო სექტორი გარდამავალ ეტაპზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრემიერის სიტყვა - საქართველოს საბაზრო ეკონომიკა განვითარებული და ნამდვილად მიმზიდველია. ბიზნესის კეთების სიმარტივე ანუ ყველა ინდიკატორი, რომელსაც რეიტინგებში ვხედავთ, ნამდვილად ჩანს და ვგრძნობთ. საქართველო არის ახალი ბაზარი, მაგრამ რა მახასიათებლებიც ჩანს, ნამდვილად შეუდარებელი“, - განაცხადა ალექსანდერ ბენარდიმ.

მისივე შეფასებით, საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან აქტიური ქვეყანაა, რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ დასავლური ორიენტაცია და ეს ყურადღება იზრდება სწორედ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, - მცირე, მაგრამ ძალიან აქტიური. მთავრობამ სწორად უნდა გამოიყენოს შექმნილი შესაძლებლობები“- აღნიშნა ბერნადიმ.

ალექსანდერ ბერნადიმ ასევე ისაუბრა საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ „შუა დერეფნის“ კონტექსტში.

„ინფრასტრუქტურას მე ცენტრალურ ადგილზე დავაყენებდი, რადგან შუა დერეფნის გადმოსახედიდან, სწორედ ამას ექცევა დიდი ყურადღება. ეს არის კომპლექსური დერეფანი, სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურით და უმნიშვნელოვანესია, რომ ამას საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს“, - აღნიშნა ალექსანდერ ბენარდიმ.

განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება