ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესორებს უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები გააცნეს, ისაუბრეს აკადემიური განვითარების გეგმასა და სხვა მიმდინარე საკითხებზე.

„შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ დამსწრეებს გააცნო უნივერსიტეტის მიერ მომავალში დაგეგმილი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. გაიმართა აზრთა გაცვლა უნივერსიტეტში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფის, აკადემიური მობილობის, აკადემიური პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის, სტუდენტების ჩართულობის, ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების და სხვა მიმდინარე საკითხებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს