მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ერთმანეთთან დაქორწინება არ გვჭირდება, ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ გვჭირდება, არ გვჭირდება ერთმანეთის საქმეების გარჩევა - ქართველების ხელით მომწამლეს, მაგრამ რუსეთის საქმე იყო

ჩვენ ერთმანეთთან დაქორწინება არ გვჭირდება, ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ გვჭირდება. არ გვჭირდება ერთმანეთთან საქმეების გარჩევა - შენ ასე თქვი, შენ ისე თქვი. რა დროს ეს არის, ხალხო?! ჩვენ ვიყავით მაგარ გზაზე, ისევ იმ გზაზე უნდა დავდგეთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველების საქართველოში დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს.

„აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი. აღმოვჩნდი იმიტომ, რომ თქვენი იმედი მაქვს, მჯერა, რომ ქართველი ხალხი სუბიექტურია. აღმოვჩნდი იმიტომ, რომ აუცილებლად შევძლებთ შეკავშირებას. ჩვენ ერთმანეთთან დაქორწინება არ გვჭირდება, ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ გვჭირდება. არ გვჭირდება ერთმანეთთან საქმეების გარჩევა - შენ ასე თქვი, შენ ისე თქვი. რა დროს ეს არის, ხალხო?! ჩვენ ვიყავით მაგარ გზაზე, ისევ იმ გზაზე უნდა დავდგეთ. უნდა მივაღწიოთ, რომ რუსები აღარ შემოდიოდნენ საქართველოში. რუსები მომატებული საფრთხის წყაროა. ვისაც აქვს ბინა, ეს ბინები უნდა გავაყიდვინოთ.

1 წლის განმავლობაში. ქართველების საქართველოში დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს, მათ შორის, ამ ბინების გადაცემის, ვინც დაბრუნდება შეღავათიანი პროგრამით“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მან მოწამვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „როდესაც ვამბობ, რომ მე მომწამლეს რუსებმა, იმიტომ კი არა, რომ ვინმეს მინდა ხელი დავაფარო, შეიძლება ქართველების ხელით მომწამლეს, მაგრამ რუსეთის საქმე იყო“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება