სერგო ჩიხლაძე - არავის გაუვა ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდა, ყველა ასეთი ადამიანი დასანქცირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში მორიგი შეხვედრა გამართეს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, პეტრე ცისკარიშვილმა, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო-ასათიანმა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ამერიკელი პარტნიორები საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას არ დაუშვებენ.

“შეხვედრების მეოთხეა დღე ვაშინგტონში. დღევანდელი შეხვედრები იყო სენატში, კონგრესსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ჩვენი მეგობრების გზავნილი ყველგან საერთოა: 1. დააკვირდებიან მომავალ არჩევნებს და უკვე ახლა იწყება ამ პროცესზე დაკვირვება და მთავარი გზავნილია, რომ არცერთ გაყალბების შემთხვევას აღარ შეეგუება აშშ. 2. როგორც ევროკავშირში, ისე ნატო- ში ინტეგრაციის კუთხით აუცილებელია რეფორმები და ამ რეფორმების "აჯენდას" აკვირდება აშშ და მზად არიან, რომ ყველა ამ პროცესში დაგვეხმარონ. 3. არ იქნება დაშვებული და არავის გაუვა ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდა და ყველა ასეთი ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი, რომ დასანქცირდება ან სხვა სახის ზომები იქნება მათ წინააღმდეგ მიღებული. 4. ეს არის ვიზების გამარტივების საკითხი, საგანმანათლებლო პროგრამები, დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი და მხარდამჭერი პროგრამები აშშ-დან. აი, ეს არის საკითხების ნუსხა, რომლებზეც სრული მხარდაჭერაა აშშ- ს მხრიდან”, - განაცხადა ჩიხლაძემ

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო