საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭო დაფუძნდა

საქართველოს სავაჭრო პალატასა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციას შორის, ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, მემორანდუმს ხელი საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ და საუდის არაბეთის მხრიდან, კომპანია "AL Rahji International Investment Co"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმედ ალი ალ-დახიმ მოაწერეს.

„აღნიშნული საბჭოს ამოცანა იქნება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ინვესტიციების წახალისება. საბჭოს წევრებად წამყვანი ბიზნესები და ორგანიზაციები შეირჩნენ, რომლებიც შემდგომ ბიზნეს კავშირებს დაამყარებენ და ინვესტიციებს განავითარებენ.

მემორანდუმი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს ფარგლებში გაფორმდა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა