ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რომ ორმა მეგობარმა ქვეყანამ - სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ, რადგან ეს კავკასიის რეგიონისთვის კარგი იქნება

ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა - სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან მალე ერთმანეთს დაუზავდეს, ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან ეს კარგი იქნება მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, მსოფლიოში საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თანაბარი ნდობა აქვს, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისგან.

„შესაბამისად, თბილისი ბუნებრივად ის ადგილია, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს და მოლაპარაკებების დასრულების წარმატებული მცდელობა იყოს. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ იმას, რომ ეს ისტორიული მოვლენა თბილისში შედგეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ვხედავთ, რომ პირველი ნიშნები უკვე სახეზეა. რამდენიმე ხნის წინ, თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება