„სტარტკომ-საქართველოს“ პროექტი „Disinformation Firewall“-ის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

პროექტი "Disinformation Firewall"-ის პირველი ეტაპი დასრულდა. აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოხალისეებისთვის ისეთი დეფიციტური ცოდნის მიწოდებას ისახავდა მიზნად, როგორიცაა “ღია წყაროების დაზვერვა” (OSINT). ტრენინგი სამი ქევყნის – საქართველო, სომხეთი, მოლდოვა წარმომადგენლებისთვის ონლაინ-რეჟიმში პოლონელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს, რომელსაც ჯამში 40-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. პროექტის ორგანიზატორი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია - «სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო» იყო.

პროექტის აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ ქართული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრა ორგანიზატორებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გამართეს, სადაც მხარეებმა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის, საინფორმაციო სივრცეში არსებული ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც ამ ქვეყნების ინტერნეტ-სივრცეში მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად, დემოკრატიულ პროცესების განვითარებას უქმნიან საფრთხეს.

"Disinformation Firewall" -ი ანტი-დასავლური დეზინფორმაციის აღმოჩენისა და გაქარწყლების მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა სამ ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოხალისეების შესაძლებლობების გაძლიერება იყო. ასევე, აღნიშნული პროექტი მიზნად პროექტის მონაწილეებს შორის გრძელვადიანი პროფესიული კავშირების დამყარებასაც ისახავს.

აღნიშნული პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EAP CSF) მხარდაჭერით და დაფინანსებული ევროკავშირის მიერ.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება