„გიორგობისთვე“ - წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ნოემბერში განსაკუთრებულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს

„სილქ ჰოსფითალითის“ ინიციატივით, 3 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით წინანდლის მამული და სასტუმრო Radisson Collection-ი განსაკუთრებულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ღონისძიებების გენერალური პარტნიორია SOLO და Visa. მხარდამჭერი კი „Lexus საქართველოა“.

„გიორგობისთვის“ ფარგლებში, ღონისძიებების პარალელურად, SOLO Visa ბარათით გადახდისას, წინანდლის მამულის სასტუმრო Radisson Collection-ის ნომრებსა და რესტორნებზე იმოქმედებს სპეციალური შეთავაზება - 20%-იანი ქეშბექი. (მაქსიმუმ 300 ლარი)

კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებთან ერთად, წინანდლის მამულში გაიმართება გასტრონომიული დღეები, რომლის ფარგლებშიც სტუმრები შეძლებენ, დააგემოვნონ მე-19 საუკუნის ტრადიციული, ჭავჭავაძისეული სუფრა „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფის, ირაკლი ასათიანის შესრულებით. ამასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება წინანდლის მამულის პარტნიორი მარნების ყველის, ღვინისა და შოკოლადების ნაწარმი.

სასტუმროს სტუმრების გარდა, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ SOLO Visa ბარათის მომხმარებლებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეცანით „გიორგობისთვის“ პროგრამას:

როგორც წინანდლის მამულის გენერალური დირექტორი, გიორგი ხარაბაზე აღნიშნავს, მომხმარებლებს ბევრ საინტერესო გამოცდილებასა და სიახლეს შესთავაზებენ.

„ნოემბერი ძველად გიორგობისთვის სახელით იყო ცნობილი, სწორედ ამიტომ შემოდგომის ამ პერიოდს წინანდლის მამული და სასტუმრო Radisson Collection განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავს. ჩვენ ვუმასპინძლებთ წამყვან ქართველ არტისტებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვთ დღევანდელ კულტურულ და შემეცნებით სფეროებზე. გვეამაყება, რომ „გიორგობისთვეს“ წინანდალში დაედო სათავე, იქ, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძე ხშირად მასპინძლობდა კულტურის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. დღეს კი ჩვენ ვცდილობთ გავაგრძელოთ ეს ტრადიცია და ყოველი წლის ნოემბერში აღვნიშნოთ „გიორგობისთვე“. მოხარული ვარ, რომ პროექტში SOLO, Visa და Lexus საქართველო შემოგვიერთდნენ და ყველანი ერთად, საკუთარ მომხმარებლებს ბევრ საინტერესო გამოცდილებასა და სიახლეს შევთავაზებთ“, - აღნიშნავს გიორგი ხარაბაძე.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბილეთების გაყიდვა პირველი ნოემბრიდან დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით „სილქ ჰოსფითალითის“ საინფორმაციო ცენტრს - 032 2 402 222.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს