პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 28 ოქტომბრის 22:00-დან 29 ოქტომბრის 22:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება სრულად, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები შოთა რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

„შეზღუდვის პერიოდში, შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩის მიმართულებით.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და გზას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გააგრძელებენ, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

აღნიშნული ღონისძიების პერიოდში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც:

ავტობუსი N308 ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას არ გაივლის რესპუბლიკის მოედანზე და მობრუნდება სამაიას ბაღთან, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას; ავტობუსი N359 ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N457 და N528 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები დადგენილი სქემით იმოძრავებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა