თბილისში ჩეხი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის იან პრიბილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით, ისნის რაიონში ჩეხი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის იან პრიბილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური არვრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, ჩეხეთის საელჩოსა და საქართველოში მცხოვრები ჩეხთა სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ნინო ვარდოსანიძის, განაცხადებით, იან პრიბილის სახელი უკავშირდება XIX საუკუნეში თბილისში, ისნის რაიონში, პირველი სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობას და კურორტოლოგიის დარგის განვითარებას. იან პრიბილმა ისნის რაიონში 50 წელზე მეტი იცხოვრა, შეისწავლა ქართული ენა და ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას.

„ისნის რაიონში გავხსენით დამსახურებული და ცნობილი ჩეხი ექიმის, იან პრიბილის, სახელობის ქუჩა. იან პრიბილი 50 წელზე მეტი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში, სწორედ ამ უბანში. მის სახელს უკავშირდება ქართული კურორტოლოგიის ჩამოყალიბება და პირველი სამხედრო ჰოსპიტლის დაარსება. მისი სახელობის ქუჩა ადრე მიმდებარე ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან, წლების წინ არსებობდა. დღეს ჩეხეთის საელჩოს ჩართულობით, სათვისტომოს დიდი სურვილით და ჩვენი ინიციატივით, ამ რაიონს მისი სახელობის ქუჩა დავუბრუნეთ“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ

საკრებულოს ცნობით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ და საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ კუბერნატმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და იან პრიბილის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების დასასრულს ნინო ვარდოსანიძემ და ჩეხეთის ელჩმა პეტრ კუბერნატმა საზეიმოდ გახსნეს ქუჩის სახელწოდების აღმნიშვნელი აბრა, ხოლო ქუჩის დასაწყისში დაამონტაჟეს იან პრიბილის ბიოგრაფიული მონაცემების შემცველი საინფორმაციო დაფა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა