საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების, მთის მდგრადი განვითარების და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების, ასევე, გრიგოლ რობაქიძისა და პორტუგალიის (ბეჟა) ტექნიკური უნივერსიტეტების, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრისა და საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, კონფერენცია ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევების სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა: ბუნებრივი რესურსები, ტურიზმი, ეკონომიკური განვითარება. მისი თქმით, კონფერენციის თემატიკა ეხმაურება მსოფლიო გლობალურ პრობლემებს, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინურ ხასიათს ატარებს.

„1972 წელს რომის კლუბის გამოკვლევებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გლობალური პრობლემებისაკენ მიაპყრო. კაცობრიობა სახიფათო მდგომარეობაშია და თუ მას გადარჩენის იმედი აქვს, უფრო ფრთხილად და სათუთად უნდა მოეპყრას ბუნებასა და ეკოლოგიას. 1987 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს მოხსენება - „ჩვენი საერთო მომავალი“, რომელმაც მდგრადი განვითარების ერთიანი კონცეფცია გამოკვეთა. რომის კლუბის გამოკვლევებმა განვითარება ჰპოვეს გაეროს 1992 წლის დოკუმენტში - „დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის“ (Agenda 21), რომელიც მდგრადი განვითარების საფუძველია და რომელმაც სამყარო მიიყვანა უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო დოკუმენტების მიღებამდე და „მდგრადი განვითარების მიზნები 2030“-მდე. მდგრადი განვითარების პრინციპმა მნიშვნელოვნად შეცვალა დამოკიდებულება განვითარების, კეთილდღეობის და სხვა საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ. ამ გზაზე გადასვლა შეიძლება შევადაროთ ეპოქალურ ცვლილებებს კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ამ აქტუალობიდან და ქვეყნის რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფრთებქვეშ, 2022 წელს, შეიქმნა კურორტების განვითარების სააგენტო, რომელიც დღეს ჩვენი მთავარი პარტნიორია და რომლის ძირითადი მიზანია კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაცია და განვითარება. ვფიქრობთ, ამ მიზნის მიღწევას ეხმაურება დღევანდელი კონფერენციაც. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი კონფერენცია დასაბამს დაუდებს მომავალ პარტნიორობას ჩვენს უნივერსიტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის, ისევე, როგორც ქართველი და უცხოელი მკვლევრების ძალების გაერთიანებას სამყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში ახლად შექმნილ მთის მდგარადი განვითარების ფაკულტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის, რაც სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიების ერთობლივად გამართვის შესაძლებლობას და, გარკვეულწილად, კვლევითი პლატფორმის შექმნას გულისხმობს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან ქოქრაშვილი; საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, ალექსანდრე ონოფრიშვილი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ალექსანდრე დიდებულიძე; თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია. ასევე, პორტუგალიის ტექნიკური უნივერისტეტის აგრარული სკოლის დეკანი, პროფესორ მარია ჯოაო კარვალო, უკრაინისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები აქტუალურ გამოწვევებს პასუხობს.

„კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა არაერთმა წამყვანმა უნივერსიტეტმა და დარგის წარმატებულმა სპეციალისტმა, რაც მიუთითებს ამ სამეცნიერო ღონისძიების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს მონაწილეობისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მიუხედავად, ჩართულნი არიან კონფერენციაში. მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და ყველა ჩვენს კოლეგას“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, 2-დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასასრულს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, ასევე, სტუ-სა და კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. საკონფერენციო მუშაობა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინეს, სამ სექციად გაგრძელდა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა