საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელზეც მოხსენების - „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში, ანუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება-ამოქმედების პროექტი“ - პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, სამინისტროსა და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამეცნიერო-აკადემიური წრეები ესწრებოდნენ, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა ღონისძიების მონაწილეებს, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად მისი დაცვა-შენარჩუნება, კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების ერთ-ერთ მთავარ მდგენელს წარმოადგენს.

„აფხაზური ენის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დებსა და ძმებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია, ასევე მათ, ვისთვისაც აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ღონისძიებას ესწრებიან სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის დირექტორი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე და ილინოისის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, ალექსანდრე მასხარაშვილი, მეცნიერები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით აფხაზური ენის შესწავლისა და შენარჩუნების საქმეში. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, დიდი ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კავკასიური ენების, პირველ რიგში, აფხაზური ენის შესწავლას, დაცვას, გარდა სამეცნიეროსი, აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. დღეს ორმაგად მნიშვნელოვანია დავიცვათ ენა, რომელსაც გაქრობა ემუქრება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. გადაწყდა, რომ უნივერსიტეტში დაფუძნდება კვლევითი ინსტიტუტი. ეს იქნება, ენის გადასარჩენად, ჩვენი მხრიდან შეტანილი მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი. მინდა კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა აღვუთქვა ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერებს და წარმატებები ვუსურვო მათ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორსა და მეცნიერებს აფხაზური ენის დაცვა-შენარჩუნების ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით - „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში, ანუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება-ამოქმედების პროექტი“ - სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის დირექტორი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე და ილინოისის უნივერსიტეტის (აშშ) ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, ალექსანდრე მასხარაშვილი წარსდგნენ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის