ამბროლაურის მერმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ მოადგილეებთან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით ხუციშვილთან ერთად, ღვაწლმოსილ, მრავალი თაობის აღმზრდელ რამდენიმე პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული დღე პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

„აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება