პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „ქართულ-ებრაული ურთიერთობები" ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის "საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)" პრეზენტაცია გაიმართა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა წარმოადგინა გამოფენა თემაზე: "ებრაელთა ისტორია საქართველოში".

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ. მან ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მნიშვნელობასა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.

„იმედია მშვიდობა მალე დამყარდება წმინდა მიწაზე. სიმართლე იზეიმებს, ბოროტება დამარცხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დიდ საქმეს ჩავუყარეთ დღეს საფუძველი და ეს ნაშრომი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართველთა და ებრაელთა 26- საუკუნოვან მეგობრობაში", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, წიგნში შესულია უნიკალური საარქივო მასალები, რომლებსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი „საიდუმლო".

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ჰადას მეიცადი. მან საქართველოს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

„დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა. ქართველი ერმა იცის მშვიდობის ფასი", - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ირაკლი მეძმარიაშვილი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს