ისრაელი აცხადებს, რომ ამაღამ სახმელეთო ოპერაციებს აფართოებს და ღაზას მცხოვრებლებს მოუწოდებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ

ამაღამ სახმელეთო ოპერაციებს გავაფართოებთ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

ისრაელის სახმელეთო ოპერაციის გაფართოების ფონზე ჰაგარიმ, ასევე, მოუწოდა ღაზას სექტორის მცხოვრებლებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ.

“[ისრაელის] საჰაერო ძალები ძალიან მნიშვნელოვნად ურტყამენ მიწისქვეშა სამიზნეებს… ყველა არენაზე თავდაცვისთვის ვართ მზად. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ვმოქმედებთ”, - განაცხადა ჰაგარიმ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ქვეითები და ტანკები ღაზას სექტორში შეზღუდულ რეიდებს ახორციელებდნენ.

ჰაგარიმ, ასევე, განაცხადა, რომ ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ქალაქ ღაზას და მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვას გააგრძელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება