ჯონ კირბი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ბოლო ქმედებების განხილვა მიზანშეწონილი არ იქნება

ღაზაში ისრაელის ბოლო ქმედებების განხილვა მიზანშეწონილი არ იქნება. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინახეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელმა ხმელეთზე განსხვავებული ოპერაციები განახორციელა. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ვაპირებთ ჩვევად ვაქციოთ გვერდიდან ჩახედვა იმისთვის, თუ რის გაკეთებას ცდილობენ ისინი ადგილზე”, - განაცხადა კირბიმ.

კირბიმ აღნიშნა, რომ კომენტარს არ გააკეთებს იმაზე, თუ რას, როგორ და რა პროგრესით აკეთებს ისრაელის ადგილზე. ამავდროულად, მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ისრაელის სახმედრო დახმარებას.

“ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ [სამხედრო] შესაძლებლობებისადმი მათი სურვილის მხარდაჭერა… და საბრძოლო მასალისთვის, და ეს პროცესი გრძელდება”, - განაცხადა კირბიმ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე