ისრაელის თავდაცვის ძალები -  „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია

ლიკვიდირებულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

„დღეს, თავდაცვის ძალებმა, მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი მოკლეს. აბუ რუკბეჰი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე. რუკბეჰიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უპილოტო საფრენი აპარატებითა და პარაპლანებით განხორციელებულ თავდასხმებში“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის