აშშ-ის მეინის შტატის მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ის მეინის შტატის მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი, ანდროსკოგინის ოლქის შერიფის ოფისზე დაყრდნობით, ავრცელებს.

ანდროსკოგინის ოლქის შერიფის ოფისის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ლუისტონში მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი, 40 წლის რობერტ ქარდი, რომელმაც 18 ადამიანი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს.

მაინის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კომისარმა, მაიკ სუშაკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ცხედარი სამართალდამცავებმა გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე იპოვეს და იგი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

მეინის შტატის გუბერნატორმა, ჯანეტ მილსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან უკვე დაურეკა პრეზიდენტ ბაიდენს და მას ეჭვმიტანილის გარდაცვალების შესახებ აცნობა.

„ბევრი ადამიანის მსგავსად, ახლა მეც შვებით ამოვისუნთქე, რადგან რობერტ ქარდი საფრთხეს არავისთვის აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა მილსმა.

შეგახსენებთ, რომ მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილ, აშშ-ის არმიის რეზერვისტ რობერტ ქარდს, პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო