მუხიანის აგარაკებზე, სამეგრელოს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგებას აგრძელებს.თბილისის მერიის ინფორმაციით, მუხიანი 2-ში, სამეგრელოს ქუჩაზე, 344 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება, 3 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო.

პროექტისთვის დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება.

საგზაო სამუშაოებამდე გამგეობის მიერ წყალარინების ქსელი მოეწყო. აღნიშნულ ქუჩაზე ამ დრომდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება