„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის - „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-დან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, კატარიდან და ინდოეთიდან მედიის წარმომადგენლებისათვის პრესტურს ატარებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმის მიმდინარეობას, საქართველოს ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო გამოცემებისა და ტელეკომპანიების წარმომადგენლები აშუქებენ. პრესტურის მონაწილეებს შორის არის Forbes ჟურნალისტი.

„აბრეშუმის გზა დიდ შესაძლებლობებს უხსნის სხვადასხვა ქვეყანას. ამ ფორუმის იდეაა, ქვეყნებმა დაამყარონ სავაჭრო კონტაქტები. ურთიერთობების დიდი შესაძლებლობებია, როდესაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ერთად იკრიბება. საქართველოს ძალიან კარგი მდებარეობა აქვს როგორც ისტორიულად, ასევე ტურისტულად. საქართველო გამორჩეულია ხალხით, ბუნებით, სამზარეულოთი და ვფიქრობ საქართველო მთელ მსოფლიოში სასურველი ტურისტული მიმართულებაა“, -აცხადებს Democracy News Live-ის რედაქტორი როჰიდ განდი.

„ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, კოვიდის შემდეგ პერიოდში ძალიან მაინტერესებდა თუ რა ხდებოდა თქვენს ქვეყანაში, გამორჩეულად კარგი ღვინო გაქვთ, თუმცა ღვინოსთან ერთად დაინტერესებული ვარ შევიტყო თუ რა ბიზნესი კეთდება, როგორ ვითარდება ეკონომიკა, განსაკუთრებით მაინტერესებს საქართველოს საზღვაო პორტები რომ ხალხმა შეიტყოს ინვესტიციებისთვის რა შესაძლებლობებია საქართველოში“, - ამბობს ფრილანსერი ჟურნალისტი ჯოისა ბლანტი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში უცხოური მედიის წარმომადგენლები ფორუმს დაესწრნენ, გაეცნენ თბილისის ტურისტულ ადგილებს, გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ტურის მონაწილეებისათვის ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

„საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დაათვალიერებენ გორს, ქუთაისს, მოინახულებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, გაემგზავრებიან ანაკლიაში, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გაეცნობიან.

პრესტურის მონაწილეები მოინახულებენ ენგურჰესს, ეწვევიან ფოთსა და ბათუმს. ტურის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკური, ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს მოამზადებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა